ლაშა ტყეშელაძე - ათობით მოქალაქეს ასამართლებენ და სახალხო დამცველი დუმს! პატიმრები შველას ითხოვენ და სახალხო დამცველი დუმს! - მოვუწოდებთ მას, შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც გლდანის ციხეში სურსათის ხარისხს შეისწავლის!

უფლებადამცველები სახალხო დამცველს მოუწოდებენ, სპეციალური ჯგუფი შექმნას, რომელიც გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში სურსათის უვნებლობას და სანიტარულ ნორმებს შეისწავლის.

ლაშა ტყეშელაძის და დიმა ვარდიაშვილის თქმით, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები შველას ითხოვენ, რადგან მათი საკვები ვარგისი არ არის.

„ყოველდღიურად ასამართლებენ ათობით მოქალაქეს და სახალხო დამცველი დუმს! გუშინ, 13 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს და სახალხო დამცველი დუმს! გლდანის დაწესებულებაში, პატიმრები შველას ითხოვენ, რადგან მათი საკვები არ შეესაბამება ნორმებს, არ არის მათი საჭმელი ვარგისი და სახალხო დამცველი დუმს! მოვითხოვეთ აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი გვენახა, მაგრამ დაიმალა და დუმს.

მინდა მივმართო სახალხო დამცველს, როდესაც ბიუჯეტიდან 10 ათას ლარზე მეტი გერიცხება, როდესაც მაღაზიაში შედიხარ, ხომ ნახულობ, ეს საკვები ვარგისი არის თუ არა?! ვადა ხომ არ აქვს გასული, ხომ ნახულობ. აბა რა დაგემართა? გლდანის ციხეში რატომ არ გაინტერესებს ის, რომ პატიმრები ყოველდღე დახმარებას ითხოვენ. აკრძალულია, რომ მოსახლეობამ, ოჯახის წევრებმა საჭმელი შეუგზავნონ. ყველას ხომ არ აქვს თანხა, მაღაზიაში იყიდოს საკვები? გლდანის ციხეში, ძალიან ბევრ პატიმარს უწევს ვადაგასული საჭმლის ჭამა. მოვუწოდებ სახალხო დამცველს, სპეციალური ჯგუფი შექმნას, რომელიც შეისწავლის სურსათის უვნებლობას, სანიტარულ ნორმებს. პატიმრებს სჭირდებათ დახმარება, რათა სწორად იკვებონ“, - აღნიშნა ლაშა ტყეშელაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია