გენერალურ პროკურატურასთან ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ და ითხოვენ, ხაბეიშვილს პაემნისა და სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვა მოეხსნას

გენერალურ პროკურატურასთან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ.

მათი მოთხოვნაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა მოეხსნას, რომ პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსმა ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან შვილებთან კომუნიკაცია შეძლოს. მათ აღნიშნული მოთხოვნით უწყებაში განცხადებაც შეიტანეს.

გენერალურ პროკურატურასთან ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით - "ბავშვის საუკეთესო ინტერესი გათელეს", "მამასთან შეხვედრა ჩვენი უფლებაა", "პატარა ხაბეებს აჩვენეთ მამა" და ა.შ.

ცნობისთვის, ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც საქვეყნოდ მოწოდებას გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება