მიხეილ სააკაშვილი - როგორც ჩანს, ირაკლი ოქრუაშვილმა თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა იმყოფება ჩემს ახლოს საკანში - მისი მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ბოროტებასთან გარიგებით საბოლოო ჯამში ხეირს ვერავინ ნახულობს

ირაკლი ოქრუაშვილმა, როგორც ჩანს, თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში. მისი მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ბოროტებასთან გარიგებით საბოლოო ჯამში ხეირს ვერავინ ნახულობს, - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას

როგორც სააკაშვილი წერს, მიუხედავად ყველაფრისა, ის ირაკლი ოქრუაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

ირაკლი ოქრუაშვილმა ჯერ ბადრი პატარკაციშვილთან კავშირით ძალიან დააზარალა ჩვენი ინსტიტუტები, ხოლო ქოცებს საერთოდ ყველაფერი გაუკეთა, მისცა ჩემზე ყველანაირი ჩვენება და სწორედ ამ ჩვენებებით ვარ გასამართლებული.

თუმცა როგორც ჩანს თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში.

მისი მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ბოროტებასთან გარიგებით საბოლოო ჯამში ხეირს ვერავინ ნახულობს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სწორად მოიქცა, ბოროტების კომისიასთან რომ არ ითანამშრომლა.

ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო ირაკლის მიმართ და ვუსურვო ამ პატიმრობიდან გათავისუფლება და ოჯახთან დაბრუნება“, - წერს სააკაშვილი მის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ წერილში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეში ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი გაამართლა, ხოლო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმც ამნისტიის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და ოქრუაშვილს, საბოლოოდ 5 წელი და სამი თვე მიესაჯა.

ოქრუაშვილს და ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს- სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება