გელა ხასაიას განცხადებაზე, როგორ შეუძლია მოწმეებზე ზეწოლა მას უფრო, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განაცხადა, რომ „ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს“

ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს, - ასე უპასუხა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ბრალდებულ წევრს, გელა ხასაიას.

სხდომაზე, სადაც მისი და დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობდნენ, ხასაიამ სიტყვით ისარგებლა.

მან მოსამართლესა და პროკურორს სთხოვა განემარტა, როგორ მოახდენდა ის მოწმეებზე ზემოქმედებას, მან ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითი მოიყვანა, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა თავისუფალი.

„მთელი ეს პერიოდი, ვცდილობ, ამ ყველაფერში პატარ-პატარა სიმართლის დადგენას. შევეგუებოდი, თუკი სასამართლო, პროკურორი ამიხსნის, როგორ შემიძლია ზეწოლა მოწმეებზე, ვიდრე ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ",- განაცხადა ხასაიამ, მას მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, მისი საქმის გარშემო ესაუბრა.

„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს",- განაცხადა მოსამართლე ხუჯაძემ.

მისი გადაწყვეტილებით, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ბრალდებული წევრი, გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ