კაია კალასი - ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, მას მხარი უკრაინამ და ევროპამ უნდა დაუჭირონ - ჩვენი გეგმაა რუსეთის დასუსტება და უკრაინის მხარდაჭერა

ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, მას მხარი უკრაინამ და ევროპამ უნდა დაუჭირონ, ჩვენი გეგმაა - რუსეთის დასუსტება და უკრაინის მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირი ყოველთვის უჭერდა მხარს სამართლიან, მყარ და ყოვლისმომცველ მშვიდობას. დღეს ბოლო მოვლენები განვიხილეთ და [უკრაინის საგარეო სააქმეთა] მინისტრმა სიბიგამ მოკლედ გაგვაცნო უკრაინის პოზიცია. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა: ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, მას მხარი უკრაინამ და ევროპამ უნდა დაუჭირონ“, - განაცხადა კალასმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს ნამდვილად რომ ნდომოდა მშვიდობა, ის უპირობო ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე წინადადებას ჯერ კიდევ მარტში დათანხმდებოდა.

„რუსეთი არაერთხელ აჩვენებდა თავს, თითქოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს. წინა მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან რუსეთმა არანაირი რეალური ვალდებულებები არ აიღო. ზეწოლა აგრესორზე უნდა ხდებოდეს და არა მსხვერპლზე. აგრესიის დაჯილდოება მხოლოდ მეტ აგრესიას გამოიწვევს.

ევროკავშირს ძალიან ცხადი ორპუნქტიანი გეგმა აქვს: პირველი - რუსეთის დასუსტება, მეორე - უკრაინის მხარდაჭერა“, - განაცხადა კალასმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები