გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმის უტიფარი ბოდვაა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა „დიფ სთეითმა“ დააძალა საქართველოს ხელისუფლებას

ივანიშვილის რეჟიმის მორიგი უტიფარი ბოდვაა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა იმპერიალისტურმა „დიფ სთეითმა“, ბუშის ადმინისტრაციამ და ევროკავშირმა დააძალა საქართველოს ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზანია, აშშ-ს, ევროკავშირის და მთელი დასავლეთის დემონიზება.

„11 წლის განმავლობაში ამ სამშობლოს ღალატს ინარჩუნებდნენ და ახლა გაახსენდათ, რომ ეს საქართველოსთვის დამღუპველი იყო? თუ ეს ღალატი იყო, ამდენი ხანი რატომ არ აუქმებდნენ? რუსული პროპაგანდის ხაზით თავისუფალი სამყაროს, აშშ-ს, ევროკავშირის და მთელი დასავლეთის დემონიზებას ახდენენ და საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ, რომ ისინი ჩვენი მტრები არიან. ისინი ჩვენი მტრები არიან, ხოლო ჩვენი მტერი მოყვარეა, ორუელიანური გზავნილი აქვთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა მიზნად ისახავდა იმის დემონსტრირებას, რომ ის ხალხი, ვისაც რუსული პროპაგანდა წარმოაჩენს ოსი ხალხის წარმომადგენლებად, არიან მათი მარიონეტები და ამ რეგიონში მცხოვრები, როგორც ეთნიკურად ოსი, ისე ეთნიკურად ქართველი საქართველოს მოქალაქეები არსებობენ, რომელთაც სურთ ცხოვრება საქართველოს კონსტიტუციის ქვეშ.

მისივე განცხადებით, ტყუილია, თითქოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე არჩევნები ჩატარდა, „ეს არ იყო არჩევნები, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ხალხის გამოკითხვა იყო, ფორმალურად არჩევნები არ ჩატარებულა“.

„ჩვენი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ამოცანა, ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო მაშინაც და ახლაც, რომ დავპირისპირებოდით ჩვენი მტრის პროპაგანდას, რომ ცხინვალში კონფლიქტი იყო ეთნიკური კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის. 90-იან წლებში რუსებმა მოახერხა და თან სამხედრო აგრესია განახორციელა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ქართველების გენოციდი და ეთნიკური წმენდა, ეს გააკეთა თვითონ, თავისი შეიარაღებული ძალებით და თან ნარატივი იყო, რომ ეს ეთნიკური კონფლიქტი იყო. რუსეთს სურდა, რომ მას კი არ დაჰკისრებოდა პასუხისმგებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, არამედ ეთქვა, რომ ქართველები ოსებს ხოცავენ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შიგნითაც ეს რეჟიმი ამ ხაზს აგრძელებს. ივანიშვილმა ბოდიში მოუხადა ოსებს და აფხაზებს ანუ მხარე რუსეთი კი არ არის, ეთნიკური კონფლიქტია. თუ ეს ეთნიკური კონფლიქტია, ცალსახა საკითხი არ არის და რუსეთს არ ეკისრება[პასუხისმგებლობა], რუსეთი უბრალოდ იძულებული გახდა ჩარეულიყო. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის დემონსტრირება, რომ ეს ეთნიკური კონფლიქტი კი არ არის, არამედ ის ხალხი, ვისაც რუსული პროპაგანდა წარმოგვიჩენს ოსი ხალხის წარმომადგენლებად, არიან მათი მარიონეტები და ამ რეგიონში მცხოვრები, როგორც ეთნიკურად ოსი, ისე ეთნიკურად ქართველი საქართველოს მოქალაქეები არსებობენ, რომელთაც სურთ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობით ცხოვრება საქართველოს კონსტიტუციის ქვეშ ანუ ქართველები ოსებს კი არ უპირისპირდებიან, რუსების მიერ ხელოვნურად შექმნილი მარიონეტები უპირისპირდებიან საქართველოს კონსტიტუციას და მათ შორის ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ როგორც ოსებს ისე ქართველებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება ემიგრანტებისთვის საქართველოს არჩევნებში საზღვარგარეთ მონაწილეობის უფლების შეზღუდვას, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნების შედეგებიდან ჩანს, როგორია ვითარება იქ, სადაც „ქართული ოცნებას“ ზეწოლისა და მოსყიდვის საშუალება არ აქვს.

„ამას რატომ აკეთებენ ყველასთვის ნათელია, ის უბნები, რა თქმა უნდა, არჩევნების ბედს არ წყვეტდა, მაგრამ იმ უბნებში ჩანდა, რა არის ვითარება იქ, სადაც ზეწოლის და მოსყიდვის ინსტრუმენტები ნაკლები აქვს ან საერთოდ არ აქვს ხელისუფლებას. ეს სურათი აღიზიანებთ, სარკეს ამტვრევენ. თუ იძახიან, რომ არჩევნებზე იქ ცოტა ხალხი დადისო, მაშინ რატომ იქცევიან ასე? აქაც მათთვის მტერი თავისუფალი სამყაროა. ყველა ადგილი აშინებთ, სადაც ჩანს [რეალური სურათი] “, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე