შალვა პაპუაშვილი - 2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირი უკრაინას 180 მილიარდი ევროთი დაეხმარა, ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადა - მორალის კითხვა ამ ხალხისგან ნამდვილად არ გვეკუთვნის

დღეს, სხვათა შორის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აფრიალა სქემა - არ ვიცი, რატომ უხაროდა ეს, მაგრამ 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე, ევროკავშირი უკრაინას დაეხმარა 180 მილიარდი ევროთი. ამავე დროს, ევროკავშირმა 310 მილიარდი გადაუხადა რუსეთს - სხვადასხვა პროდუქტში, ენერგორესურსებში და ა.შ., ანუ 130 მილიარდით მეტი ვიდრე უკრაინას. და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს? - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მორალის კითხვა იმ ხალხისგან, რომელიც ამ ყველაფრისგან "ხელს ითბობს", არ ეკუთვნით.

,,კაია კალასის მეუღლე რომ იყო რუსეთთან ვაჭრობაში ჩართული, მათ შორის, იმ საგნებში, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს რეპრესიებისთვის. ლიეტუვა გვეუბნება რამეს? ლიეტუვა, რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო შეაქვს რუსეთში? ესენი საერთოდ რა მორალით გვესაუბრებიან? ჩვენს ქვეყანას, რომლის ორი რეგიონიც რუსეთს აქვს ოკუპირებული და ჩვენ გვეუბნებიან, რომ მხარს არასაკმარისად ვუჭერთ? სხვათა შორის, უკრაინის ხელისუფლების უმადურობაზე ვსაუბრობდი და დღეს ვნახე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გაეროში იმ ყველა წევრის მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ერთ-ერთ რეზოლუციას. ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის საქართველოც არის და ჩვენ გვიწოდებენ დე-ფაქტო, პრორუს ხელისუფლებას, თუმცა ჩვენს ხმებს კარგად ირგებენ და მადლობასაც არ გვიხდიან იმისთვის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, ამ პირობებში, გვერდით ვუდგავართ. ასე რომ, მორალის კითხვა იმ ხალხისგან, რომელიც ამ ყველაფრისგან ხელს ითბობს, ნამდვილად არ გვეკუთვნის,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი