ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა,  რომელიც მესამე შემოჭრით არ განადგურდება

ომის პირველივე დღეებიდან გვაქვს ერთი, უაღრესად მარტივი პოზიცია: უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა - ისეთი, რომელიც არ განადგურდება მესამე შემოჭრით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრა და ძალიან სერიოზული განხილვა ჰქონდა შეერთებული შტატების მნიშვნელოვან დელეგაციასთან.

„ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადებები - ომის დასრულების გეგმის პუნქტები - მათი ხედვა. ომის პირველივე დღეებიდან გვაქვს ერთი, უაღრესად მარტივი პოზიცია: უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა - ისეთი, რომელიც არ განადგურდება მესამე შემოჭრით. ღირსეული მშვიდობა - ისეთი, რომელიც პატივს სცემს ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და უკრაინელი ხალხის ღირსებას“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ სწორედ ეს პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„გამოვყავი ის, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურია. შევთანხმდით, რომ გუნდები იმუშავებენ ამ წინადადებებზე - რათა ისინი რეალობად იქცეს. ჩვენ არ გავაკეთებთ რაიმე მძაფრ განცხადებებს და ერთგულნი ვართ მკაფიო, პატიოსანი მუშაობის - უკრაინა, შეერთებული შტატები და ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ევროპასა და მთელ მსოფლიოში“, - დასძინა ზელენსკიმ.

მისი თქმით, იმედი აქვს, უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შესაძლებლონა ექნება.

„მომავალ დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის იმედი მაქვს. გვესმის, რომ ამერიკის ძალასა და მხარდაჭერას შეუძლია მშვიდობის დამყარება და არ გვინდა ამის დაკარგვა. ასევე გვესმის, რომ რუსეთს მშვიდობის რეალური სურვილი არ აქვს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ ომს არ დაიწყებდნენ. არსებობს მრავალი შეფასება - საკმაოდ სამართლიანი - რომ რუსეთი წელს მხოლოდ ერთ რამეს ცდილობს: სანქციების გადადებას და მეტი დროის მოგებას ომისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი აზრით, აშშ-ის შეუძლია უზრუნველყოს, რომ რუსეთის ვალდებულება, დაასრულოს ომი, საბოლოოდ სერიოზული გახდეს:

„100%-ით გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით - ახლა მთელი ჩემი დრო ამას დავუთმებ. უკრაინას მშვიდობა სჭირდება და უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიოში არავინ თქვას, რომ ჩვენ დიპლომატიას ვარღვევთ. ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს