მედია - აშშ უკრაინისგან მოითხოვს, რომ „სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დათანხმდეს

უკრაინაზე ინტენსიური ზეწოლა ხორციელდება, რათა სწრაფად მიიღოს ომის დასრულების „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ და რუსეთმა ერთობლივად შეიმუშავეს, - ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, თეთრი სახლი „აგრესიულ“ გრაფიკზე მუშაობს წინადადებაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევისთვის, რათა ომი წლის ბოლომდე დასრულეს.

მათივე მტკიცებით, შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ზელენსკი „მადლიერების დღემდე“, ანუ 27 ნოემბრამდე, დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას. შეერთებულ შტატებს სურს, რომ შეთანხმება მოსკოვს თვის ბოლომდე წარუდგინოს და მთელი პროცესი დეკემბრის დასაწყისამდე დაასრულოს.

სტატიის ავტორები წერენ, რომ ტრამპის მიერ დამტკიცებული 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც ამერიკელმა და რუსმა მომლაპარაკებლებმა შეიმუშავეს, კიევის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს მოითხოვს და ეს დათმობები უკრაინის წითელ ხაზებს კვეთს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინა ამჟამად ამერიკული მხარისთვის წარსადგენ წინადადებებზე მუშაობს. სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინული საზოგადოება, სავარაუდოდ, წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი შეთანხმების, რომელიც კაპიტულაციად ან მოსკოვისთვის უფრო მომგებიანად აღიქმება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება