შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლა ყველამ იცის, რომ ტყუილია - ის პასპორტით ქართველები, NGO-ები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამაში ჩართული არიან, ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში მონაწილეობენ

[საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა] ყველამ იცის, რომ ტყუილია, რაც არაერთხელ დადასტურდა იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ - ის პასპორტით ქართველები, NGO-ები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამაში ჩართული არიან, საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან ჩართული, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებულ წერილს, რომელიც EPP-ის წევრებმა არასაჯაროდ გაუგზავნეს ევროკომისიის წევრებს, სადაც საუბარია, რომ „საქართველო გვერდს უვლის სანქციებს და რუსეთს ეხმარება“.

მისი თქმით, „EPP-ს საქართველოსთან დაკავშირებით ამგვარი ტყუილის გავრცელება უნდა იმიტომ, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი თავს მოახვიონ ქვეყანას და საკუთარი მარიონეტული „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოიყვანონ“.

„ყველამ იცის, რომ ტყუილია, რაც არაერთხელ დადასტურდა იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. ევროკავშირს მოუწია თვითონ ეღიარებინა - ერთი ფაქტიც ვერ ნახეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო სანქციების გვერდის ავლისთვის. არადა, როგორც მოსაზღვრე ქვეყანას და სახელმწიფოს, არსებობს იმისი რისკი, რომ ვინმემ კონტრაბანდულად შეეცადოს საქმიანობა. მაგრამ იმდენად აწყობილია კონტროლის სისტემა, რომ ვერ გამოვიდა. მეორე - რატომ სურს EPP-ს საქართველოსთან დაკავშირებით ამგვარი ტყუილის გავრცელება, ესეც ცხადია, რომ უნდათ, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი თავს მოახვიონ ქვეყანას, მოიყვანონ საკუთარი მარიონეტული „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში. შესაბამისად, როცა უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს წინააღმდეგ ცდილობს ინსტრუმენტების გამოყენება, რათა აქ ხელისუფლება შეცვალოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა.

როცა EPP-ზე ვსაუბრობთ, ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა საზღვარგარეთ იმყოფებოდა და შეხვედრები მათთანაც ჰქონდათ და დიდი ალბათობით, მათი მონაწილეობით არის ამგვარი წერილი და მიმართვა შედგენილი. შესაბამისად, თუკი ეს წერილი არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა, გამოდის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ხალხი, რომელიც ამაში ჩართული იყვნენ - მათ შორის, NGO-ები, რომლებიც თავს იწონებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ, არის საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარება.

სხვათა შორის, ასეთი მუხლით ბრალი წაყენებული აქვს რამდენიმე პოლიტიკოსს რადიკალური ოპოზიციიდან. ასეთი ფაქტები კიდევ ადასტურებს და აჩვენებენ საზოგადოებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებიან უცხო ძალებს. ამგვარი დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივების შემცველი წერილი არის მტრული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ. ხოლო ის პასპორტით ქართველები, NGO-ები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამაში ჩართული არიან, საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან ჩართული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე