იოჰან ვადეფული - უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი გეგმა საბოლოო არ არის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ გეგმას უკრაინასა და რუსეთს შორის სასწრაფოდ განსახილველი საკითხების სიად მიიჩნევს, თუმცა ეს საბოლოო გეგმა არ არის.

„გერმანიის პოზიცია ევროპული პოზიციაა და ეს ნიშნავს, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას. გვსურს უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ შეძლოს ამ საკითხების განხილვა ძალის პოზიციიდან“, - განაცხადა ვადეფულმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად მიიღო აშშ-სგან „ომის დასრულების გეგმა“ და მის განხილვას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აპირებს. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა და ძალიან სერიოზული განხილვა ჰქონდა შეერთებული შტატების კიევში მყოფ მნიშვნელოვან დელეგაციასთან. მისი თქმით, უკრაინა პოზიცია ურყევია და მას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა - ისეთი, რომელიც არ განადგურდება მესამე შეჭრით. ღირსეული მშვიდობა - ისეთი, რომელიც პატივს სცემს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და უკრაინელი ხალხის ღირსებას. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ერთგული გეგმასთან დაკავშირებით პარტნიორებთან მკაფიო, პატიოსანი მუშაობის ერთგულია.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე