სოფო ხორგუანი - 2025 წლის ნოემბერში „ოცნება“ ამართლებს ზურაბ ადეიშვილს, რეჟიმის ავტორს! 2025 ნოემბერში ბრალს სდებს გიორგი გახარიას, ქართული მიწის დამცველს! ეს არის „ოცნების“ დღევანდელი, ფარისეველი სახე!

2025 წლის ნოემბერში „ოცნება“ ამართლებს ზურაბ ადეიშვილს, რეჟიმის ავტორს! 2025 ნოემბერში ბრალს სდებს გიორგი გახარიას, ქართული მიწის დამცველს! ეს არის „ოცნების“ დღევანდელი სახე, ფლიდი და ფარისეველი სახე! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფო ხორგუანმა ბრიფინგზე, ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე ყოფილი გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის გამართლების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ ომი გამოუცხადა ყველა იმ მოქალაქეს, ვინც რეჟიმს ებრძოდა.

როგორც ხორგუანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ამუშავებს პროპაგანდას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მუდმივ შიშსა და ტყუილში იცხოვრონ.

„2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს ბუტა რობაქიძე. 2025 წლის 19 ნოემბერს „ოცნებამ“ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გაამართლა ზურაბ ადეიშვილი, „ნაცმოძრაობის“ იმ დროინდელი გენერალური პროკურორი! ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იყო და არის უსამართლო სისტემის მთავარი შემოქმედი და არქიტექტორი. სისტემის, სადაც სიმართლე არ არსებობდა და მხოლოდ ერთი პარტიის ძალადობა მძვინვარებდა.

ამით „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ ომი გამოგვიცხადა ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ვებრძოდით რეჟიმს - ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც დაგვპირდა სამართლიანობის აღდგენას და მოგვატყუა! „ოცნებამ“ დასცინა რეჟიმის ყველა მსხვერპლსა და მათ ოჯახებს. ყველას, ვისაც სიმართლის იმედი გვაქვს და სამართლის აღსრულება გვჭირდება!

სწორედ ზურაბ ადეიშვილის შექმნილი ძალადობრივი და უსამართლო სისტემა „ოცნებამ“ გადმოიბარა სრულად, მოირგო და დღესაც იგივე სისტემასა და იგივე ადამიანებს ეყრდნობა! იგივე სისტემა დღესაც ერთი პარტიის სამსახურშია!

ამასთან, „ოცნება“ ამუშავებს პროპაგანდას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მუდმივ შიშში ვიცხოვროთ - შიშსა და ტყუილში.

ფაქტია, 2025 წლის ნოემბერში „ოცნება“ ამართლებს ზურაბ ადეიშვილს, რეჟიმის ავტორს! 2025 ნოემბერში ბრალს სდებს გიორგი გახარიას, ქართული მიწის დამცველს! - ეს არის „ოცნების“ დღევანდელი სახე, ფლიდი და ფარისეველი სახე!

საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს! იმსახურებენ სამართლიანობას!

მივმართავ თითო ოროლა შემორჩენილს „ოცნებაში“, ვინც იბრძოდით მაშინ, ნუ გეშინიათ, სიმართლის მხარეს დადექით! დასვით კითხვები“, - განაცხადა ხორგუანმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეში ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი გაამართლა, ხოლო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმც ამნისტიის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და ოქრუაშვილს, საბოლოოდ 5 წელი და სამი თვე მიესაჯა. ოქრუაშვილს და ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს- სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო