გიტანას ნაუსედა აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე - უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება, ტერიტორიული დათმობები და სხვა გადაწყვეტილებები, ფაქტობრივად, კაპიტულაცია იქნება

უკრაინის მომავალზე დისკუსიები უკრაინის გარეშე არ უნდა გაიმართოს. ნებისმიერი იდეა, რომელიც უკრაინას სუსტ მდგომარეობაში აყენებს, მიუღებელია და არ შეგვიძლია ასეთი ძალისხმევის მოთმენა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

„საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო შემცირებაზე, ტერიტორიულ დათმობებსა და სხვა გადაწყვეტილებებზე, რაც, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად, კაპიტულაცია იქნება“, - განაცხადა ნაუსედამ.

მისი თქმით, ევროკავშირმა ეს მომენტი უნდა გამოიყენოს, რათა უპირველეს ყოვლისა, გამოხატოს „ევროპული საზოგადოების ძალიან მტკიცე ნება“, შეინარჩუნოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს მომავლისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები.

„თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები 50%-ით შემცირდება, რა უსაფრთხოების გარანტიებს მოუტანს ეს უკრაინას? ასეთი იდეის გაგება ძალიან რთულია“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა ამ საკითხში შეერთებული შტატების გადამწყვეტ როლს.

„ამიტომ, მე ველოდები დოკუმენტს და უკრაინის რეაქციას. და, რა თქმა უნდა, ევროპულ საზოგადოების ხმა ძლიერი უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია გვერდზე გავდგეთ და უბრალოდ სამშვიდობო გეგმებზე კომენტარი გავაკეთოთ. ჩვენ ამაში აქტიურად უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ეს ჩვენი ისტორიული შესაძლებლობაა“, - დასძინა ნაუსედამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა