გიორგი კობერიძე აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე - ეს არის საკუთარი თავის დადანაშაულება მსხვერპლის მხრიდან, ასევე აშშ-ის მხრიდან უზარმაზარი რეპუტაციული თვითზიანი, რაც უკვე დამდგარია - უკრაინა ხელს არ მოაწერს, გამორიცხულია

ეს არის საკუთარი თავის დადანაშაულება უშუალოდ მსხვერპლის მხრიდან და ასევე დასავლური ცივილიზაციის მეორე სვეტის - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უზარმაზარი რეპუტაციული თვითზიანი და ეს რეპუტაციული თვითზიანი უკვე დამდგარია, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კობერიძის თქმით, ამ შეთანხმებით აგრესორი ქვეყანა ერთი მხრივ, წახალისდება და, მეორე მხრივ, მისი დანაშაულები ამნისტიის ქვეშ მოექცევა.

„ეს არის შეთანხმების ის არსებული დოკუმენტი, რომელზეც უკრაინა ხელს არ მოაწერს, ეს გამორიცხულია, რადგანაც ის თავის თავში გულისხმობს მსხვერპლის ანუ უკრაინის დასჯას და არა აგრესორის დასჯას და თუ კი მსგავსი შეთანხმება ამერიკის ხელისუფლების მხრიდან მართლაც იყო დაწერილი, ეს, როგორც მინიმუმ, აგრესიული რეჟიმებისთვის, როგორიც არის არა მხოლოდ რუსეთი, არამედ აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთი, არის წამახალისებელი.

აგრესორი არა მხოლოდ წახალისებული ხდება და არა მხოლოდ ტერიტორიებს იღებს ამ შეთანხმებით, არამედ მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული ექცევა ამნისტიის ქვეშ, შესაბამისად, მას არ მოუწევს ამ დანაშაულზე პასუხისგება და მეტიც - ის არსებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და კრძალავდა აგრესიულ დაპყრობით ომებს, უბრალოდ ქრება და არა მხოლოდ ქრება, არამედ თავად ნატო, რომელიც ცივი ომის მთავარი პირმშოა, იღებს ვალდებულებას, რომ აღარ გაფართოვდეს.

საბოლოო ჯამში, ეს არის საკუთარი თავის დადანაშაულება უშუალოდ მსხვერპლის მხრიდან და ასევე დასავლური ცივილიზაციის მეორე სვეტის - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უზარმაზარი რეპუტაციული თვითზიანი და ეს რეპუტაციული თვითზიანი უკვე დამდგარია.

რაც არ უნდა მოხდეს, რუსეთმა მიზანს მიაღწია. რუსეთის მიზანი არ იყო მხოლოდ უკრაინის დაჩოქება. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არსებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის სრული ჩამოშლა, სადაც დაპყრობითი ომები გახდებოდა ჩვეულებრივი ამბავი“, - აღნიშნა კობერიძემ.

მან ასევე შეაფასა ევროპელი ლიდერების განცხადებები სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით და შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, „რატომ არ ჰქონდა ევროპას ხისტი რეაქცია“.

„დონალდ ტრამპი ყველაფერს ზომავს თავისი პერსონალური ხედვით. მას მუდმივად პირზე აკერია ის ფრაზა, რომ პუტინი მისი მეგობარია. ტრამპი არ არის საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკოსი, ის სტანდარტულად არის ქარიზმატული შოუმენი და კარგად გამოსდის შიდა პოლიტიკის შოუმენობა. მას არ უყვარს, როცა არ აქებენ ან მასზე ცუდს ლაპარაკობენ და ევროპამ ეს კარგად ისწავლა, ამიტომაც მოსალოდნელი იყო ევროპის მხრიდან მშრალი ფრაზები, რათა არ გააღიზიანონ, ჯერ კიდევ სჭირდებათ ამერიკა, ჯერ კიდევ არ არის მზად ევროპა, სრულად იყოს დამოუკიდებლად მილიტარიზებული, ამიტომაც გასაგებია მათი მხრიდან ეს დამოკიდებულება, წარმოუდგენელი იქნებოდა ევროპის მხრიდან ძალიან ღია დაპირისპირება ამერიკასთან, მაგრამ ის უკვე ითქვა, რომ ეს კაპიტულაციაა, ეს არ არის ხელშეკრულება, რომელზეც ხელის მოწერა შეიძლება და ეს არ არის გეგმა, რომელიც მშვიდობას მოიტანს.

ეს არის გეგმა, რომელიც რუსეთს მისცემს დროს, რომლის შემდეგაც ის აუცილებლად განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე და ის აუცილებლად მიმართავს იმას, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის - დივერსიას, საბოტაჟსა და ჰიბრიდულ ომს. ამით მას მართლა კარგად შეუძლია დასავლური ცივილიზაციის დაჩოქება, თუ კი მას ექნება თავისუფალი დრო და არჩევანი“, - აღნიშნა გიორგი კობერიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში