შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე - ინტერესი საქართველოს არჩევნებში ჩარევისა, დიდია

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება. ჩვენ ვატყობთ, რომ ინტერესი საქართველოს არჩევნებში ჩარევისა, დიდია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ „ემიგრანტებზე წნეხი ვეღარ განხორციელდება“.

„ნიშანდობლივია, რომ კოდექსის მიმართ, მისი დებულებების 99%-ის მიმართ შენიშვნა არ აქვთ, ეს კარგია. ახალი კოდექსის საჭიროება იყო, ვინაიდან ძველი კოდექსის ცვლილებების გამო უკვე ტექსტი თავადაც გართულებული იყო, ამიტომ დიდი კრიტიკა არ ისმის. ერთადერთი საკითხი, რასაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს წარმოადგინოს, ეს არის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა-არგახსნის საკითხი. ამის არგუმენტებიც საკმაოდ ნათელია, ამის საპირწონედ ვერაფერი მოიყვანა ოპოზიციამ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება.

ჩვენ ვატყობთ, რომ ინტერესი საქართველოს არჩევნებში ჩარევისა, დიდია და შარშან ჩვენ ვნახეთ არჩევნებში პირდაპირ, უხეში ჩარევა ელჩების და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების მხრიდან, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს წნეხი ჩვენს ემიგრანტებზე კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე იყო შარშან, როცა გერმანიის მაღალი თანამდებობის პირი, ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარე თავად იყო ჩართული მათ შორის, ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენაში გერმანიის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი მოიმატებს, მზარდი იქნება და სწორედ ეს წნეხი რომ გამოვაცალოთ ჩვენს ემიგრანტებს, ამიტომაც იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული იმისთვის, რომ უცხო იურისდიქციებში ვინმემ არ სცადოს მათი იარაღად გამოყენება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მათზე ზეწოლით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი