ირაკლი ფავლენიშვილი - ძალიან სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რაღაცის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგაა და რუსეთის სასარგებლოა

უკრაინას, როგორც ომში მყოფ ქვეყანას, კონკრეტულ მომენტებში მძიმე გამოწვევები აქვს, მათ შორის, ახლა, ზამთრის პირობებში, რუსული აგრესიის პირობებში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ დამარცხდება და არ მარცხდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, რუსეთი თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევს.

„ძალიან სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რაღაცის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგაა და რუსეთის სასარგებლოა. ეს ჩემთვის ყველაზე წითელი ხაზია. რაც შეეხება ომს, ომი რთული გახლავთ, თუმცა, რუსეთი სტრატეგიულ მიზანს ვერ აღწევს... რაც შეეხება უკრაინას, მისთვის ახლა რთული მომენტია. ომი იმ ძალასთან, რომელიც წლების მანძილზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სამხედრო ძალად იყო აღიარებული, რა თქმა უნდა, რთულია“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთმა წააგო თუ არა უკრაინასთან ომი, ფავლენიშვილი პასუხობს, რომ რუსეთი ამ ომს აუცილებლად წააგებს.

„რუსეთმა სტრატეგიულ მიზნებს რომ ვერ მიაღწია, წააგო, რად უნდა ამას ბევრი საუბარი. ამ ომში რუსეთი რა თქმა უნდა, დამარცხებული იქნება, რადგან სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწევს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი თავის იმპერიულ ამბიციას მიაღწევს და უკრაინაში მიაღწევს არმიის დემილიტარიზაციას, უკრაინის სახელმწიფოებრიობა აღარ იქნება და თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკრაინას დასავლურ ინტეგრაციაზე და სუვერენულ პოლიტიკაზე უარს ათქმევინებს, ძალიან ცდება. ეს იყო რუსეთის სტრატეგიული მიზანი, ამის გამო რუსეთი ამ ომში აუცილებლად დამარცხდება და მარცხდებიან კიდეც. რაც შეეხება უკრაინას, როგორც ომში მყოფ ქვეყანას, მას კონკრეტულ მომენტებში მძიმე გამოწვევები აქვს, მათ შორის, ახლა, ზამთრის პირობებში, რუსული აგრესიის პირობებში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ დამარცხდება და არ მარცხდება, რადგან რუსეთის სტრატეგიული მიზნები აბსოლუტურად სხვა იყო და არა ის, რომ უკრაინაში მძიმე მდგომარეობა ყოფილიყო“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე