რუსტემ უმეროვი - უახლოეს დღეებში შვეიცარიაში ვიწყებთ კონსულტაციებს მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით

უახლოეს დღეებში შვეიცარიაში ვიწყებთ კონსულტაციებს უკრაინისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინა ამ პროცესს საკუთარი ინტერესების მკაფიო გაგებით უდგება.

„ეს დიალოგის კიდევ ერთი ეტაპია, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს და ძირითადად მიზნად ისახავს ჩვენი ხედვის ჰარმონიზაციას შემდეგი ნაბიჯებისთვის. ვაფასებთ ამერიკული მხარის ჩართულობას და მის მზადყოფნას არსებითი დისკუსიისთვის. უკრაინა გააგრძელებს პასუხისმგებლობით, პროფესიონალურად და თანმიმდევრულად მოქმედებას - როგორც ამას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს“, - წერს უმეროვი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს