მედია - აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ნატოელ მოკავშირეებს განუცხადეს, რომ თუ ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, მომავალში გაცილებით უარესი შეთანხმების წინაშე აღმოჩნდება

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ნატო-ელ მოკავშირეებს განუცხადეს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე უახლოეს დღეებში დათანხმებისკენ მოუწოდონ, რადგან, თუ კიევი მას ხელს არ მოაწერს, მომავალში გაცილებით უარესი შეთანხმების წინაშე აღმოჩნდება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა პარასკევს, გვიან ღამით, ზელენსკისთან მოლაპარაკებებისა და თეთრი სახლიდან სატელეფონო ზარის შემდეგ, კიევში გამართულ შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა.

„არც ერთი შეთანხმება არ არის იდეალური, მაგრამ ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.

წყაროს ცნობით, შეხვედრის დროს რამდენიმე ევროპელ ელჩს კითხვის ნიშნები ჰქონდა შეთანხმების შინაარსთან და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აწარმოა აშშ-მა რუსეთთან მოლაპარაკებები მოკავშირეების ინფორმირების გარეშე.

„ეს იყო კოშმარული შეხვედრა. კვლავ იყო „თქვენ არ გაქვთ კოზირის“ არგუმენტი“, - აღნიშნა წყარომ.

შეგახსენებთ, ამჟამად შემოთავაზებული 28-პუნქტიანი შეთანხმება შეიცავს რიგ დებულებებს, რომლებიც კიევისთვის მიუღებელია, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას, ასევე იმ ტერიტორიის ნაწილის დათმობასაც, რომელსაც ჯერ კიდევ კიევი აკონტროლებს. შეთანხმების ტექსტის პროექტში კონფლიქტის დროს ჩადენილი ყველა ომის დანაშაულისთვის ამნისტიასაც ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში