ირაკლი ფავლენიშვილი - შეცდომების გარეშე არცერთი მმართველობა არ ხასიათდება, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ - რაც არ უნდა ხარვეზები ყოფილიყო, საბოლოოდ, ეს იყო წინსვლის პერიოდი და ამიტომ ებრძვიან მას - გეგმა არის წინააღმდეგობაში დარჩენა

შეცდომების გარეშე არცერთი მმართველობა არ ხასიათდება, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. არსებობდა კონკრეტული პრობლემები მართლმსაჯულების სფეროში, სასამართლო სისტემაში, თუმცა ვერ დაჩრდილავს ვერცერთი პრობლემა იმ საერთო უდიდეს ნახტომს, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა - ქვეყნის ბიუჯეტი როგორ გაიზარდა, გზები როგორც გაკეთდა, საგანმანათლებლო პროექტები როგორ განხორციელდა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმა არის წინააღმდეგობაში დარჩენა, ვინაიდან „წინააღმდეგობაში ყოფნა არის ის, რაც სისტემას ასუსტებს“.

„რა თქმა უნდა, შეცდომების გარეშე არცერთი მმართველობა არ ხასიათდება. მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ ფიზიკურად გამონაკლისი ვერ იქნებოდა. არსებობდა კონკრეტული პრობლემები მართლმსაჯულების სფეროში, სასამართლო სისტემაში, თუმცა ვერ დაჩრდილავს ვერცერთი პრობლემა იმ საერთო უდიდეს ნახტომს, რაც ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა. ქვეყნის ბიუჯეტი როგორ გაიზარდა, გზები როგორც გაკეთდა, საგანმანათლებლო პროექტები როგორც განხორციელდა, ევროპული ინტეგრაციის გზაზე როგორ მივდიოდით წინ, რამდენად მიმზიდველი გახდა საქართველო. რაც არ უნდა ხარვეზები და შეცდომები ყოფილიყო, საბოლოო ჯამში, ეს იყო წარმატების და წინსვლის პერიოდი საქართველოს უახლოეს პერიოდში და ამიტომ ებრძვიან მას და არა სხვა მიზეზების გამო.

გეგმა არის წინააღმდეგობაში დარჩენა. წინააღმდეგობაში ყოფნა არის ის, რაც სისტემას ასუსტებს, რაც ოლიგარქიული სისტემის დამარცხების შანსებს გვიზრდის. დელეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ ერთადერთი ინსტრუმენტია მსგავსი ტიპის რეჟიმების დასამარცხებლად“,-აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე