შალვა პაპუაშვილი - ევროპელი ლიდერებისგან პირველად მოვისმინეთ, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა - უკრაინას დაემატა ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების, ეს დამაფიქრებელია

გუშინ, პირველად მოვისმინეთ ევროპელი ლიდერებისგან, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა, აქ, როგორც ჩანს, ევროკავშირი იგულისხმებოდა. აქამდე თუ საუბარი იყო, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა უნდა დაეთანხმოს, ახლა ამას დაემატა, როგორც ჩანს, ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების მონაწილეობისა. ეს დამაფიქრებელია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „სამშვიდობო შეთანხმებაზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს ეჭვებზე, რომელზეც საუბარია ევროკავშირის შიგნითაც, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას საკუთარი ინტერესი აქვს ამ ომში.

„ჩვენ ვნახეთ ამ გეგმაზე რეაქციითაც კი პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან, რომ უკრაინას, უკრაინის ხელისუფლებას დღეს ორი რთული არჩევანის გაკეთება უწევს, რაც სინამდვილეში არჩევანიც არ არის. ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. რაც არ უნდა აირჩიოს, მძიმეა უკრაინელი ხალხისთვის. ეს იყო ის გზა, რომელსაც ჩვენ ოპოზიცია და „ენჯეოები“ გარედან კარნახით გვთავაზობდნენ, რომლისკენაც გვიბიძგებდნენ. შეგახსენებთ, მიტინგებს ატარებდნენ პარლამენტთან 2022 წლის მარტში იმის მოთხოვნით, რომ ესკალაციაში შევსულიყავით იმ ქვეყანასთან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი ომი წამოიწყო. ეს უნდოდათ, საქართველოც ასეთ მდგომარეობაში ჩართულიყო. ჩვენი ქვეყნის მასშტაბების გათვალისწინებით, ამას ამდენი დრო არ დასჭირდებოდა. ზუსტად ასეთ მომენტამდე მიგვიყვანდნენ. ქართული საზოგადოება ზუსტად ხვდება, თუ რასთან გვქონდა საქმე, რისკენ გვიბიძგებდნენ, ძალები, რომლებსაც საქართველოს ჩათრევა უნდოდათ ამ ომში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

გუშინ, პირველად მოვისმინეთ ევროპელი ლიდერებისგან, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა, აქ, როგორც ჩანს, ევროკავშირი იგულისხმებოდა. აქამდე თუ საუბარი იყო რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა უნდა დაეთანხმოს, ახლა ამას დაემატა, როგორც ჩანს, ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების მონაწილეობისა. ეს დამაფიქრებელია. კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს ეჭვებზე, რომელზეც საუბარია ევროკავშირის შიგნითაც, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას საკუთარი ინტერესი აქვს ამ ომში. ამიტომ უწოდა ამ ომს ამერიკის მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა პროქსიომი-მარიონეტის ხელით წარმოებული ომი. როგორც ჩანს, ეს კვანძებიც იხსნება და ნათლად ჩანს, რომ ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, თუკი ეს ევროკავშირის ომია, „რატომ არ იღვრება ევროკავშირის მოქალაქეების სისხლი და რატომ გადადის ეს ომი უკრაინელების მხრებზე“.

„თუკი ეს ევროკავშირის ომია, თუ მათი თანხმობაა საჭირო სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რატომ არ ომობენ? რატომ არ იღვრება ევროკავშირის მოქალაქეების სისხლი? რატომ გადადის ეს ომი უკრაინელების მხრებზე და მათი გმირების წყალობით რატომ მიდის ეს ომი. ეს ყველაფერი საბოლოოდ არის დიდი გამოფხიზლება ყველასთვის, შეხედოს იმ რეალობას, როგორც იმართება საერთაშორისო პოლიტიკა. არავინ შეიწუხებს თავს ჩვენი ერის ინტერესებისთვის“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი