ადვოკატი - გია ჯვარშეიშვილი, რომელიც დაკავების შემდეგ შიმშილობს, ამ დრომდე არ უნახავს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, დავუტოვებთ ცხელ ხაზზე შეტყობინებას - ასევე, დაკავების შემდეგ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მას არ მიეცა საშუალება დაერეკა ადვოკატთან

გია ჯვარშეიშვილი რომელიც დაკავების შემდეგ შიმშილობს, ამ დრომდე არ უნახავს სახალხო დამცველის წარმომადგენელს -დაკავების შემდეგ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მას არ მიეცა საშუალება დაერეკა ადვოკატთან,- ამის შესახებ ადვოკატი, მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გია ჯვარშეიშვილს შსს შენობაში რამდენიმე საათიანი უსაფუძვლო დაყოვნების პერიოდში არ მიეცა წყლის მიღების შესაძლებლობა.

„ახლა გამოვედი რუსთავის იზოლატორიდან. გია ჯვარშეიშვილი, რომელიც დაკავების შემდეგ შიმშილობს, ამ დრომდე არ უნახავს სახალხო დამცველის წარმომადგენელს. დავუტოვებთ დღეს ცხელ ხაზზე შეტყობინებას!

ასევე: დაკავების შემდეგ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მას არ მიეცა საშუალება დაერეკა ადვოკატთან; შსს შენობაში რამდენიმე საათიანი უსაფუძვლო დაყოვნების პერიოდში არ მიეცა წყლის მიღების შესაძლებლობა”,- წერს არევაძე.

ცნობისთვის, გია ჯვარშეიშვილი პოლიციამ მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობისას დააკავა. გია ჯვარშეიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე დავით მაკარაძემ ჯვარშეიშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მას პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ