დონალდ ტრამპი - უკრაინის „ხელმძღვანელობას“ ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება არ გამოუხატავს და ევროპა რუსეთიდან ნავთობის ყიდვას აგრძელებს - ეს ომი აშშ-ისა და უკრაინის ძლიერი და შესაფერისი ხელმძღვანელობის პირობებში არასდროს მოხდებოდა

უკრაინის „ხელმძღვანელობას“ ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება საერთოდ არ გამოუხატავს და ევროპა რუსეთიდან ნავთობის ყიდვას აგრძელებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ძალადობრივი და საშინელია, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის ძლიერი და შესაფერისი ხელმძღვანელობის პირობებში არასდროს მოხდებოდა. ეს იქამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე მე თანამდებობას მეორე ვადით დავიკავებდი, მძინარე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. 2020 წლის არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, უკრაინა-რუსეთის ომი არ მოხდებოდა. პუტინი თავდასხმას არასდროს განახორციელებდა“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „მემკვიდრეობით მიიღო ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“.

„ომი, რომელიც ყველასთვის წამგებიანია, განსაკუთრებით მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც უაზროდ დაიხოცნენ. აშშ ნატო-სთვის დიდი რაოდენობით იარაღის მიყიდვას აგრძელებს, რათა უკრაინაში განაწილდეს (თაღლითმა ჯომ ყველაფერი უფასოდ გასცა, მათ შორის „ბევრი“ ფული!)“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!