დავით მათიკაშვილი - სრულიად ცრუ ნარატივია, თითქოს ჩვენს ძვირფასს ემიგრაციას რაიმე ფორმით არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ვართმევთ - ეს მტკნარი სიცრუეა!

სრულიად ცრუ ნარატივია, თითქოს ჩვენს ძვირფასს ემიგრაციას რაიმე ფორმით არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ვართმევთ - ეს მტკნარი სიცრუეა! რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის! - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსის“ პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის გათვალისწინებით, საზღვარგარეთ ემიგრანტებისათვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და ხმის მისაცემად საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ.

მათიკაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ამავე კონტექსტში განაცხადა, რომ რადიკალი, არაკეთილისმოსურნე ოპოზიციისა და მათი დავალების მიმცემების მხრიდან ცრუ აჟიოტაჟს აქვს ადგილი.

ამავდროულად, მათიკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანი ნებსით თუ უნებლიედ იმ მმართველობითი სისტემის კონიუნქტურას ექვემდებარება და ემორჩილება, სადაც ის ცხოვრობს. მათიკაშვილის თქმით, ერთადერთი გარემო, სადაც შესაძლებელია პოლიტიკური მდგენელის სწორად გააზრება, საკუთარი სამშობლოა.

“ემიგრანტების მიერ ხმის მიცემა უნდა იყოს გამორჩეულად გააზრებული და დაცლილი ყოველგვარი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლებისგან. მოგეხსენებათ, სხვა სივრცეში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ადამიანი ნებსით თუ უნებლიედ იქ არსებული მმართველობითი კონიუნქტურისგან იღებს გავლენას. თამადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გავლენა ყოველთვის არის. მეორეა, პირდაპირი ჩარევის მცდელობა, რასაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა ადგილი, მიხაელ როთის შემთხვევაში.

არჩევანი გაკეთებული უნდა იყოს სრულიად თავისუფლად - ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, იმ მდგენელის გათვალისწინებით, რაც არის საქართველოში და რაც მხოლოდ აქ ჩამოსვლის - თუნდაც ერთი ან ორი დღით ჩამოსვლით შეიგრძნობა. ეს ყველაფერი უცხოეთში ვერ იგრძნობა“, - განაცხადა მათიკაშვილმა პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის კომიტეტებში ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსს“ და თანდართულ კანონპროექტებს პირველი მოსმენით იხილავენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია