შს მინისტრის მოადგილე კითხვაზე: რას უკავშირდება ბოლო პერიოდში ავტომობილების ჩხრეკა - ეს არის პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ დაცული იქნეს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-მდეა გაზრდილი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შსს-ის ყველა დანაყოფი აგრძელებს ეფექტურად ბრძოლას ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონოდ გასაღებასთან.

„ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ დაახლოებით 40%-ზე მეტი, დაახლოებით 50%-მდე არის გაზრდილი მსგავსი დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი. არაერთი პირი სისხლის სამართლებრივი წესით მიეცა პასუხისგებაში დანაშაულისთვის. უამრავი ნარკოგამსაღებელი და ნარკოგამსაღებლისთვის ხელშემწყობი პირი არის დაკავებული. ასევე, უამრავი ნარკოტიკული საშუალება არის ამოღებულია და შესაბამისი მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ის ყველა დანაყოფი აგრძელებს ეფექტურ ბრძოლას ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონოდ გასაღებასთან იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები დაცული იყვნენ ამ მძიმე სენისგან და დანაშაულისგან“, - განაცხადა დარახველიძემ.

კითხვაზე, რას უკავშირდება ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ ავტომობილების ჩხრეკა, შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ეს დანაშაულის პრევენციისთვის ხდება.

„პოლიცია „პოლიციის შესახებ კანონის“ შესაბამისად მოქმედებს, სადაც გათვალისწინებულია საპოლიციო ღონისძიებები, რომელსაც პოლიციელები ახორციელებენ. ეს არის პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ დაცული იქნეს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. შესაბამისად, როცა არის პოლიციის მიმართ მოთხოვნა, რომ მათ აღკვეთონ დანაშაული და მოახდინონ პრევენცია, სწორედ ამ ფარგლებში მოქმედებს პოლიცია და მისთვის დაკისრებულ ყველა მოვალეობას ეფექტურად ასრულებს. პოლიცია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები თავს დაცულად გრძნობდნენ“, - განაცხადა დარახველიძემ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს