ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება.

მათი განცხადებით, ხანძრის კერები თითქმის ყველა რეგიონში ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის ძირითად გამომწვევ მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება.

ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება. ცეცხლი ტყის საფარის დაბალ ფენას - ეკალ-ბარდებს უკიდია. ხანძრის კერები თითქმის ყველა რეგიონში ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სამუშაოებში ჩართულები არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის გამო, გამოიწვევს დაჯარიმებას.

სამართალდარღვევების აღკვეთის, გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი, უწყვეტი პატრულირების პარალელურად, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია