ვეფხია კასრაძის ადვოკატი - ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუნდაც მუხლის გადაკვალიფიცირებას, არ დავეთანხმებით, რადგან ამ პირების მიერ დანაშაული არ განხორციელებულა - სააპელაციო სასამართლოში მათ უდანაშაულოდ ცნობას ვითხოვთ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო - არანაირი მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში არ იყო წარმოდგენილი,- ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, არჩილ ჭავჭანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებული პირების მიერ არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არ იყო განხორციელებული.

„დაცვის მხარეს გვაქვს იგივე პოზიცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ შესავალ სიტყვაში ვთქვით, რომ სასამართლოს მიერ ვერ იქნა ობიექტურად გაზიარებული ის მტკიცებულებები, რომლებიც იყო წარდგენილი. არანაირი მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში არ იყო წარმოდგენილი, ასევე არ არის სხვა გარემოებები წარმოდგენილი, რის საფუძველზეც პროკურატურას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ რაიმე ახალი მტკიცებულება წარედგინა, რომელიც ბრალს დაადასტურებდა. სასამართლოს მიერ ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თუნდაც მუხლის გადაკვალიფიცირებას გულისხმობს, არ ვეთანხმებით, ჩვენი პოზიციაა, რომ ამ პირების მიერ არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არ იყო განხორციელებული. არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვეფხია კასრაძეს, ან სხვა პირებს ჩადენილი აქვთ დანაშაული. სააპელაციო სასამართლოში კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ამ პირების უდანაშაულოდ ცნობას ვითხოვთ",- განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია