რელიგიის სააგენტო აფხაზეთიდან დევნილებს დაეხმარა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დღეს, მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

როგორც რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რელიგიის სააგენტო და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარნენ.

„რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ზუგდიდში მცხოვრები ოჯახებისთვის აფხაზეთის მთავრობას ჰუმანიტარული ტვირთი, 40 ფუთა ტანსაცმელი გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ და აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ავთანდილ ქარაიამ მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის. აქციაში მონაწილეობდნენ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის სააგენტოს წარმომდგენლები ლაშა მჭედლიძე და სერგო კერესელიძე. საქველმოქმედო აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, პერიოდულად ტარდება და ორგანიზატორთა თქმით, მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება