გია ვოლკი სამშვიდობო გეგმაზე - პრაგმატიზმი მოითხოვს ომის შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება - ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს - ომის განვითარება, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია „ომის პარტიად“ გვევლინება

ევრობიუროკრატია „ომის პარტიად“ გვევლინება - არსებობს კონკრეტული ქვეყნების და გაერთიანებების ინტერესები, ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს - ომის განვითარება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პრაგმატიზმი მოითხოვს ომის შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება.

„ჩვენ გვახსოვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაცია და ევროპა ერთობლივად მოქმედებდნენ მაშინ, როდესაც ზელენსკის მოლაპარაკების გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მერე ზელენსკი და მისი პარტიის ლიდერები ამასთან დაკავშირებით აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკება შესაძლებელი იყო, თუმცა ჩვენ ამის შესაძლებლობა არ მოგვცესო. ასეთივე პერიოდია ახლა, მნიშვნელოვანი ცვლილებებით. უამრავი ადამიანია დაღუპული, სისხლია დაღვრილი, უამრავი ცრემლი, განადგურებულია ქალაქები. პრაქტიკულად, ის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც იქნა [შეთავაზებული] ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ, მეტყველებს ერთ რამეზე - პრაგმატიზმი მოითხოვს [ომის] შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება. ამ რეალობაში, რასაკვირველია, ევროკავშირს აქვს თავისი პოზიცია, არა ყველა ქვეყანას, მაგრამ მოდი, პირობითად, დავარქვათ "ომის პარტია" ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომელიც ომის დასრულებას ასეთ პირობებში არ თანხმდება. შესაბამისად, ვაშინგტონიდან პრაგმატული შეთავაზება მათთვის მიუღებელია და თურმე, უკრაინამ კი არ უნდა გადაწყვიტოს გაგრძელდება თუ არა სისხლისღვრა და ნგრევა ქვეყანაში, არამედ ევრობიუროკრატიამ. რასაკვირველია, ეს რეალობა არსებობს და ამ რეალობის წინაპირობა მნიშვნელოვანწილად შექმნეს ევროპის გარკვეულმა ქვეყნებმა და ბრიუსელმა. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ უშველებელი რესურსი არის დახარჯული, მათ შორის, ევროპის მიერ, მაგრამ ისიც გვახსოვდეს, რომ გაცილებით მეტია გადახდილი ევროპის მიერ ენერგორესურსების შესყიდვისას რუსეთისათვის, ვიდრე უკრაინისათვის ომში დასახმარებლად. ასე რომ ორმაგი სტანდარტი არ არის. აქ არის კონკრეტული ქვეყნების გაერთიანებების ინტერესები. ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს - ომის განვითარება. ამ შემთხვევაში, ევრობიუროკრატია "ომის პარტიად" გვევლინება," - განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე