ნათია თურნავა - ჩვენი მოლოდინით, ინფლაცია ჩამოვა ქვევით და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა

უახლოეს ხანებში ველოდებით, რომ ინფლაცია ჩამოვა ქვევით. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და პირიქით, არის მიჯნა, რომ 7%-მდე დავუახლოვებთ რეფინანსირების განაკვეთს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

“ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სწორი ბალანსი დავიცვათ საპროცენტო განაკვეთსა და ინფლაციას შორის, თუმცა ინფლაციაა მთავარი საზრუნავი და ფასების დონე. ამ ეტაპზე ჩვენი მოლოდინი ცენტრალური სცენარის მიხედვით არის სწორედ ეს, წლევანდელი წელი 4%-ის ირგვლივ, მომავალ წელს დაიწყებს მიახლოებას 3%-თან”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.

ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა წლიური ინფლაციის შედარებით გაზრდილ მაჩვენებელზე და განმაპირობებელ ფაქტორებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მიზნობრივ, 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ხოლო სურსათის გამორიცხვით, ინფლაციის მაჩვენებელი და ამავდროულად შედარებით ხისტი ფასების საზომები, რომლებიც კარგად ასახავენ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე