ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა კრიტიკულ მომენტშია - გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ისეთი კომპრომისების მოსაძებნად, რომლებიც გაგვაძლიერებს და არა დაგვასუსტებს

უკრაინა კრიტიკულ მომენტშია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, განვსაზღვრავთ ნაბიჯებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად და რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მედიაში დიდი „ხმაური“ და დიდი პოლიტიკური ზეწოლაა.

„პუტინს სურს იმის სამართლებრივი აღიარება, რაც მოიპარა, სურს, ძირი გამოუთხაროს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და თქვენ ყველას გესმით, რას ნიშნავს ეს. მას ეს არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან სურს და ეს ძალიან საშიშია“, - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან ერთად, არაერთი ნაბიჯი გადადგა, რაც საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანი საკითხები მოლაპარაკებების მაგიდაზე დარჩეს. კერძოდ, ეს ეხება ყველა უკრაინელი ტყვის სრულ გათავისუფლებას „ყველა ყველასთვის“ ფორმულის ფარგლებში, ასევე რუსეთის მიერ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დაბრუნებას.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, მაგრამ რეალური მშვიდობის მისაღწევად მეტია საჭირო. გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში შეერთებულ შტატებთან, მუშაობას ისეთი კომპრომისების მოსაძებნად, რომლებიც გაგვაძლიერებს და არა დაგვასუსტებს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა