ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახვილაურის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახვილაურის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, სოფლის მოსახლეობისთვის გაურკვეველია რა შენდება, მშენებელი კომპანია მოსახლეობასთან განმარტებებს არ აკეთებენ, არც საინფორმაციო დაფაა განთავსებული.

ადგილობრივები საცხოვრებელი გარემოს უშუალო სიახლოვეს დაგეგმილ სამუშაოებს აპროტესტებენ, რომლებიც მათი თქმით, ზიანს აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას, მიკროკლიმატს და ადგილობრივ ეკოსისტემას.

შეკრებილების განცხადებით, როგორც მერიას, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააკეთონ განმარტებები, შეაჩერონ საფრთხის შემცველი სამუშაოები და უზრუნველყონ მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება