ირაკლი კობახიძე - ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით - ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და  ჰქონდა აშკარა პოლიტიკური საფუძველი

ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და ამას ჰქონდა აშკარა პოლიტიკური საფუძველი.

„ყველამ ისედაც ვიცოდით, რა იყო სიმართლე და რამდენად უხეში იყო ის ძარცვის საქმე, რომელიც დაკავშირებული იყო შვეიცარიულ ბანკში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშთან. ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და ამას ჰქონდა აშკარა პოლიტიკური საფუძველი. შეგახსენებთ, რომ ამ ძარცვის საქმის დაწყება უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ყოველგვარი კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან, მაშინდელ ხელისუფლებასთან. ამის შემდეგ დაიწყო მთელი ეს პროცესი, რომელიც გრძელდება ამდენი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი მიუთითებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც არის კონკრეტულად საბანკო სისტემაშიც ჩამოყალიბებული. ასე უხეშად იქცევიან, ასე უხეშად ეპყრობიან კერძო კლიენტებს კონკრეტული კომერციული ორგანიზაციები და ეს ხდება შუაგულ ევროპაში, შვეიცარიაში. ამას ვერავინ წარმოიდგენდა რამდენიმე ათწლეულის წინ, თუმცა რაც წარმოუდგენელი იყო წლების წინ, დღეს ის არის შემდგარი ფაქტი.

რაც შეეხება უშუალოდ თანხის დაბრუნებას, თავისთავად, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ამის გარანტია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმაც ისაუბრა. გრძელდება ზეწოლა, შანტაჟი, რაც დაკავშირებულია პოლიტიკურ მოვლენებთან და ვფიქრობთ, რომ ეს შანტაჟი მომავალშიც გაგრძელდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვერავითარი შანტაჟი მას ვერ აიძულებს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგას რაიმე ნაბიჯი", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, იგივე ლონდონში ბაზირებულმა უზენაესმა სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი უარყო და მისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ძალაში დატოვა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში