26 ნოემბერს ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

26 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ინტერპელაციის საკითხი შეხება ორ თემას, ეს არის განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და Eagle Hills- ის პროექტთან დაკავშირებული საკითხი.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ ექნება შანსი პარლამენტიდან მოისმინოს პრემიერ-მინისტრისგან კითხვებზე პასუხი. კითხვებზე, რომელზეც ამ პროექტის ირგვლივ სპეკულირებენ აგენტები, კიდევ ერთხელ გაეცემა დეტალური პასუხი საპარლამენტო ტრიბუნიდან. 26 ნოემბერი იქნება საინტერესო დღე საპარლამენტო ცხოვრებაში, რადგან 2 მნიშვნელოვან საკითხზე პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება საზოგადოებას მიმართოს და ისაუბროს მნიშვნელოვან რეფორმასა და ინვესტიციაზე“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამასთან, უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმება, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და არასრულწლოვანთა დანაშაულთან ბრძოლის მიზნით მომზადებული ინიციატივები.

„არ ჩამოვყვები საკანონმდებლო ინიციატივებს სრულად. შევჯერდები და ხაზგასმით გამოვყოფთ რამდენიმეს. შალვა პაპუაშვილმა თავის ბრიფინგზე განაცხადა თუ რა იგეგმებოდა და მუშავდებოდა, რაც უნდა გამოვიდეს პლენარულ სხდომებზე. ეს არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის გაუქმება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იმ ღალატის ქრონიკიდან, რაც კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა. ასევე მნიშვნელოვანი თემაა, ყველანი ვაღიარებთ, რომ ქვეყანაში რეალური პრობლემაა არასრულწლოვანების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ამისთვის მნიშვნელოვანი იყო ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დაინიცირდა. მნიშვნელოვანია, რომ სწორად მივუდგეთ ამ საკითხს, რადგან საქმე გვაქვს ახალგაზრდების რეაბილიტაციასთან. კანონპროექტში ყველაფერი იქნება გაწერილი არასრულწლოვნების ინტერესების დაცვით და დაზღვეული იქნება არსი, რასაც ჰქვია რეაბილიტაცია. როდესაც ეს მხარე იქნება მოწესრიგებული და გამკაცრებული, პირდაპირპროპორციულად აისახება იმ აღსრულებაში, რასაც ჰქვია წაქეზების და ორგანიზატორების ქმედება.

ასევე მნიშვნელოვანია რიგი ცვლილები საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. აქაც ვნახეთ ერთდღიანი სპეკულაციები, თითქოს ჩვენ ემიგრანტებს ვინმე უკრძალავს ხმის მიცემას. ეს არის აბსურდი, ეს არის მათი სახე. მათ თავიანთი „ბაბლები“ ჰგონიათ ჩვენი ემიგრაცია. რეალურად შეხედონ თუ რა ურთიერთობაა კომიტეტის დონეზე, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, კულტურული მიმართულებით როგორი მიდგომა ქართულ თემებთან და რეალურად როგორ გრძნობს თითოეული ემიგრანტი ჩვენი გუნდის მხრიდან მუშაობა, რომ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში“,- განაცხადა კირცხალიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის