საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. უწყვეტი პროტესტის 362-ე დღეს მსვლელობა პარლამენტიდან თავისუფლების მოედნამდე მოეწყო.

თავისუფლების მოედნის მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის გამო პოლიციამ მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დააკავა, რის შემდეგად მოქალაქეები პარლამენტთან დაბრუნდნენ.

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი გრძელდება.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ისინი დემონსტრანტებს უფლებას არ აძლევენ გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება