Reuters - ფედერალურმა მოსამართლემ FBI-ის ყოფილი დირექტორისა და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა

ფედერალურმა მოსამართლემ FBI-ის ყოფილი დირექტორის და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ფედერალურმა მოსამართლემ კამერონ მაკგოუნ ქარიმ, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომისა და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის წინააღმდეგ ბრალდებები გააუქმა და დაასკვნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ პირადად შერჩეული პროკურორი კანონის დარღვევით იყო დანიშნული.

ლინდსი ჰელიგანი, რომელიც დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი იყო, ვირჯინიის აღმოსავლეთ ოლქის დროებით პროკურორად სექტემბერში დანიშნეს, რათა კომისა და ჯეიმსის წინააღმდეგ გამოძიებას გაძღოლოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას წარსულში პროკურორის გამოცდილება არ ჰქონია.

ჯეიმს კომიმ და ლეტიცია ჯეიმსმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ფედერალური კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულეს.

ფედერალურმა მოსამართლე ქარიმ დაადგინა, რომ ლინდსი ჰელიგანს „არ ჰქონდა სამართლებრივი უფლებამოსილება“, რომ კომისა და ჯეიმსის წინააღმდეგ ბრალდებები წაეყენებინა. თუმცა, ქარიმ იუსტიციის დეპარტამენტს შესაძლებლობა მისცა, რომ ახალი პროკურორის მეშვეობით საქმე ხელახლა აღძრას.

ცნობისთვის, ჯეიმს კომის ბრალად 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებით ცრუ ჩვენებების მიცემა და კონგრესისთვის ხელის შეშლა ედება. კომი ბრალდებებს უარყოფს.

ასევე, ბრალდებებს უარყოფს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორიც. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს ბრალი საბანკო თაღლითობისთვის წაუყენა. კერძოდ, ბრალდება სახლის შეძენის მიზნით იპოთეკური სესხის მიღებას უკავშირდება. იუსტიციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ჯეიმსმა სესხის მისაღებად ბანკი დაარწმუნა, რომ სახლში თავად იცხოვრებდა, თუმცა სახლი გააქირავა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა