Financial Times - აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინასთან და რუსეთთან საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინასთან და რუსეთთან საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ინფორმაციას Financial Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი აბუ-დაბიში ორშაბათს ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელთან, კირილ ბუდანოვთან და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან მართავს.

„დრისკოლი ამ სამშვიდობო პროცესში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული. ამიტომ, მას შეუძლია ინფორმაცია რუსებს გადასცეს. როგორც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ თქვა, ჩვენ 24/7-ზე ვმუშაობთ, რათა სწრაფი პროგრესი გვქონდეს“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

უცნობია, დრისკოლი აბუ-დაბიში მხარეებთან მოლაპარაკებებს ერთობლივად აწარმოებს, თუ მათ ცალ-ცალკე ხვდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს