ვლადიმერ პუტინი - რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ზრდას განაგრძობს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა აღმავალი ტენდენციით ვითარდება.

„გულითადად მოგესალმებით რუსეთ-ჩინეთის მეშვიდე ენერგეტიკული ბიზნესფორუმის გახსნაზე. რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა ზრდას განაგრძობს. ენერგეტიკა, უდავოდ, ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა“, - განაცხადა პუტინმა რუსეთ-ჩინეთის მეშვიდე ენერგეტიკული ბიზნეს ფორუმის გახსნაზე.

მისი თქმით, საწვავისა და ენერგეტიკის სექტორში მასშტაბური ერთობლივი პროექტები ხორციელდება, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ორივე ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისთვის. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი პირველ ადგილზეა ჩინეთისთვის მიწოდებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოცულობის კუთხით და ზრდის ქვანახშირის ექსპორტსაც. რუსი და ჩინელი სპეციალისტები წარმატებით თანამშრომლობენ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობასა და სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებაზე, ერთად მუშაობენ ენერგორესურსების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია