გაერო-ში აშშ-ის ელჩი - უკრაინა ნებისმიერი შეთანხმების პირობებში ეკონომიკური თვალსაზრისით სიცოცხლისუნარიანი უნდა დარჩეს

უკრაინა ნებისმიერი შეთანხმების პირობებში ეკონომიკური თვალსაზრისით სიცოცხლისუნარიანი უნდა დარჩეს, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.

მაიკ უოლცმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მდივანთან, ბრუკ როლინსთან და ვაჭრობის მდივნის მოადგილესთან, ლუკ ლინდბერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ მარცვლეულის ექსპორტის აღდგენა აშშ-ის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ ცენტრალური კომპონენტია.

მისი თქმით, აღნიშნულისთვის აუცილებელია შავ ზღვაში სავაჭრო გადაზიდვების დაცვა, ოდესის პორტში ოპერაციების შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ მდინარე დნეპრი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასაზიდად გამოიყენოს.

„აღნიშნული ელემენტები მიმდინარე მოლაპარაკებებში გათვალისწინებულია“, - განაცხადა უოლცმა.

აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ, ლუკ ლინდბერგმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს „უკრაინელი ფერმერები წარმატებულები იყვნენ და აშშ-სთვის უკრაინის ხანგრძლივი სტაბილურობა მნიშვნელოვანია“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა