შალვა პაპუაშვილი - ზურა „გირჩი“ ჯაფარიძე „დრამაქვინობს“ - რაც ამ პიროვნების გარშემო ტრიალებს, არის „ტრაგედია უგმიროდ“

„დრამაქვინობს“ ზურა „გირჩი“ ჯაფარიძე, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა „გირჩი“ ჯაფარიძემ პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რაც ზურა ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, „ტრაგედია უგმიროდაა“, რადგან მას გმირობა უნდა, თუმცა არც ადამიანური რესურსი ჰყოფნის და არც პირობები აქვს.

„ზოგადად, რაც ამ პიროვნების გარშემო ტრიალებს, არის „ტრაგედია უგმიროდ“. ძალიან უნდა გმირობა, მაგრამ ამის არც ადამიანური რესურსი ჰყოფნის და არც პირობები აქვს ამ ყველაფრისთვის, რომ თავი გმირად წარმოაჩინოს. გახსოვთ თქვენ მისი დაკავების დღე. თეატრალური დრამა, რაც მან დადგა მის დაკავებაზე, რომ მსოფლიო ტრაგედია მოხდა იმის გამო, რომ ის დააკავეს. ახლაც იგივე, „დრამაქვინობს“ ზურა „გირჩი“ ჯაფარიძე, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ მას შესთავაზეს, ცას ახედა, ჩაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფერზე უარი ეთქვა. სამარცხვინოა, როგორც ცდილობს მართლა „დრამაქვინობით“ გმირად წარმოაჩინოს თავი. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც ნებისმიერ პატიმარს ეხება გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ. შეუძლია მიმართოს პირობით დავაზე ადრე გათავისუფლებაზე და შემდეგ მიიღება თითოეულ პატიმართან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, მოხდეს მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება თუ არა. ამ შემთხვევაში, მას როგორც ყველა სხვა პატიმარს ამის შესაძლებლობა აქვს - მათემატიკურად გავიდა გარკვეული პერიოდი, შეეძლო მიემართა, არ მიმართა. კი ბატონო, ნუ მიმართავს, მაგრამ აქედან თავი გმირად წარმოაჩინოს, რა ვიცი. მისი გმირობა ვნახეთ საოკუპაციო ხაზთან, რასაც გულისხმობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია