ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს.

როგორც ხოშტარია წერს, „ახლა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა და ქუჩაში ბრძოლის გაგრძელება, რომ გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს“.

„ბოლო დღეებია, მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროცესი ვითარდება, რომელშიც მთავარი საფრთხე, ჩვენი მტერი, რუსეთია. ეს პროცესი პირდაპირ მოახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. სწორედ ამ დროს „რუსული ოცნება“ გულშემატკივრობს მტერს. რაც მთავარია, სულ ტყუილად უხარიათ. ოდნავ მაინც უნდა ერკვეოდე დიპლომატიაში, რომ პერსპექტივები გათვალო. არ დამარცხდება უკრაინა, არ განმეორდება არანაირი „მიუნხენი“ და „ბუდაპეშტი“. ძალით საზღვრების ცვლილება არ დაკანონდება. ამერიკაც და ევროპაც დაამარცხებს აგრესორს. ამ ვითარებაში ჩვენი ამოცანაა: 1. ხმამაღლა დავუჭიროთ უკრაინას მხარი (მადლობა სალომე ზურაბიშვილს) 2. გავაგრძელოთ ქუჩაში ბრძოლა, რადგან გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს! ბოლომდე!“ - წერს ხოშტარია წერილში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი