კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი პოლიტიკური ნიშნით მიდიოდა და ეს დღესაც გრძელდება - სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდება, რადგან აქაც იკვეთება არაფორმალური მმართველობის პრობლემა

პოლიტიკური ნიშნით მიდიოდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის შანტაჟი და ეს დღესაც გრძელდება, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ დავის მოგებას. კახა კალაძის განმარტებით, „რასაც ვხედავთ, შეიძლება ჩავთვალოთ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ ყაჩაღობად“.

„ყველა ინსტანციაში გაიმარჯვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა აღსრულების ნაწილში, ვიცით, რომ იკვეთება არაფორმალური მმართველობა, რაც უდიდესი პრობლემაა დღეს თანამედროვე მსოფლიოსთვის - გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ აღსრულება არ ხდება. პოლიტიკური ნიშნით მიდიოდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის შანტაჟი და ეს დღესაც გრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი იყო „მეორე ფრონტის“ გახსნაზე, სანქციების მიერთებაზე და ასე შემდეგ. ეს შეიძლება ჩავთვალოთ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ ყაჩაღობად, რასაც ვხედავთ და რაც სახეზე გვაქვს. დაველოდოთ აღსრულების ნაწილში რა და როგორ იქნება, თუმცა მე არანაირი იმედი არ მაქვს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს არაფორმალური მმართველობის ის დამოკიდებულება ზოგადად ქვეყანასთან მიმართებით, რაც ბიძინა ივანიშვილთან, მის ოჯახთან მიმართებით არის. ჯერ სანქციების თემაც რომ ავიღოთ, არანაირი განმარტება, არანაირი კონკრეტიკა არ ყოფილა, რის გამო დაასანქცირეს ადამიანი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ გამოიყენეს საკუთარი ინტერესების გასატარებლად, ვხედავთ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, იგივე ლონდონში ბაზირებულმა უზენაესმა სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი უარყო და მისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ძალაში დატოვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს