კახა კალაძე ნიკა მელიას განცხადებაზე - ჩვენ ვიხილეთ ასეთი დაპირისპირების  რამდენიმე ფაქტი, თუნდაც წინასაარჩევნოდ - ვინ, ვისთან გააგრძელებს თანამშრომლობას და როგორ, ეს თვითონ გადაწყვიტონ

შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური პარტია იყოს დღეს წარმოდგენილი, სხვადასხვა დასახელებებით, თუმცა ყველა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ადამიანები არიან, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას გუშინდელი განცხადება. კალაძის განმარტებით, თუ „ნაციონალურ მოძრაობასა“ ან „კოალიცია ცვლილებებს“ შორის რაიმე დაპირისპირება არის, ეს ახალი არ იქნება, რადგან საზოგადოებას ბევრი ასეთი ფაქტი უნახავს.

„არც ვიცი ერთმანეთში აქვთ გარკვეული დაპირისპირება, თუ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს არახალია და პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე ასეთი დაპირისპირების ფაქტი, თუნდაც წინასაარჩევნოდ და შემდეგ რა პროცესებიც მიმდინარეობდა ქვეყანაში. ეს მათი შიდა გადაწყვეტილებაა, ვინ, ვისთან გააგრძელებს თანამშრომლობას და როგორ, ეს თვითონ გადაწყვიტონ. ყველაზე მთავარი რა არის, ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური პარტია იყოს დღეს წარმოდგენილი, სხვადასხვა დასახელებებით, თუმცა ყველა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ადამიანები არიან. დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელებით გამოდიან, მაგრამ მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ისინი გარედან იმართებიან, ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“.

„მე, ნიკა მელიას, ასეთი ბრალმდებლის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ”, - განაცხადა მელიამ.

მელიას ეს განცხადება სავარაუდოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხებოდა, სადაც სააკაშვილი საუბრობს მისი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურზე და აცხადებს, რომ გილაურმა „თავისი” ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, ჩაიარა არჩევნებმა, „მთავარი არხი” დაიხურა, „გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში". „დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო “ადგილობრივ არჩევნებშიც” აამოქმედა ივანიშვილმა ფინანსური ბერკეტები და ახლაც კარგად აცხოვრებს იმ პერსონაჟებს, (აბა რით ირჩენენ თავს?) რომელთა მთავარი დავალებაა „არა მიშას ძახება“, თან ისე რომ ივანიშვილი პრაქტიკულად აღარც ახსენდებათ“, - წერდა მიხეილ სააკაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!