20-21 დეკემბერს Spotlight-ი ბრუნდება - ღონისძიების წარმდგენია „საქართველოს ბანკი“

20-21 დეკემბერს, Spotlight-ის რიგით მეთორმეტე ღონისძიება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციული შეხვედრების სერია წელსაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

Spotlight-ი უკვე წლებია იქცა სივრცედ, სადაც მარკეტინგის, ტექნოლოგიების, მედიის, ბიზნესის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალები იკრიბებიან, გამოცდილების, ცოდნისა და ინსპირაციის გასაზიარებლად.

წლევანდელი სპიკერების ვინაობა პირველ დეკემბერს გახდება ცნობილი.

ორდღიანი ღონისძიება 25-ზე მეტ სპიკერს, მათ ინსპირაციულ ისტორიებს, მასტერკლასებს, პანელურ დისკუსიებსა და ნეთვორქინგის შესაძლებლობას აერთიანებს.

Spotlight-ი ყოველწლიურად 1500-მდე პროფესიონალს უყრის თავს.

„საქართველოს ბანკისა და Spotlight-ის თანამშრომლობა უფრო მეტია, ვიდრე თანამშრომლობის ტრადიცია - ეს არის ერთობლივად გავლილი გზა, რომელიც წლიდან წლამდე ქმნის ახალი ენერგიის, ისტორიებისა და გამორჩეული იდეების გაცვლის სივრცეს. შესაბამისად, Spotlight-ი იქცა ადგილად, სადაც ინოვაცია და კრეატიულობა ერთიანდება. ამ პროცესის ნაწილად ყოფნა კი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ პროექტის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, რომლებიც ამ პლატფორმას ყოველ წელს კიდევ უფრო მეტად გამორჩეულს ხდიან. გელით Spotlight-ზე,“ - აცხადებს საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა.

„პროექტის ორგანიზატორებს გვჯერა, რომ შთაგონებას ძალიან დიდი ძალა აქვს. ამიტომ ვქმნით სცენას, რომელიც 2 დღის განმავლობაში ინსპირაციის ეპიცენტრი გახდება. სპიკერები მთავარ სცენაზე საკუთარ იდეებს, წარმატების და მარცხის ისტორიებს გაგვიზიარებენ და გვჯერა, რომ ეს გამოცდილება უამრავი ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. გარდა ამისა, Spotlight საუკეთესო საშუალებაა ნეთვორქინგისთვის, რადგან აქ ადამიანებს შეუძლიათ იპოვონ ახალი პარტნიორები და მეგობრები. ეს ურთიერთობები კი მთელი ცხოვრება გრძელდება. საქართველოს ბანკის მთავარი გზავნილია „არ გაჩერდე“. ეს სიტყვები ძალიან ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას აძლევს მოტივაციას. ის, რომ საქართველოს ბანკი დგას ჩვენს გვერდით, ვფიქრობ, მთელი ინდუსტრიისთვის ნათქვამი გზავნილია, არ გაჩერდნენ, იმოძრაონ და გახდნენ უკეთესები. ჩვენ კი ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ“, - ამბობს Spotlight-ის დამფუძნებელი აკო ახალაია.

ბილეთების გაყიდვა 2 დეკემბერს, 16:00 საათიდან დაიწყება. ვებგვერდებზე biletebi.ge, tkt.ge.

თუ გსურთ ბილეთების შეძენა კორპორაციულად, დაუკავშირდით მარკეტერის კომერციულ სამსახურს ელ. ფოსტაზე: sales@marketer.ge.

შევხვდებით Spotlight-ზე.

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს