სენატორი ჯინ შაჰინი - ვნახეთ, რა გააკეთეს რუსებმა 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ, რა გააკეთეს 2014 წელს ყირიმში, ვნახეთ, როგორ შეიჭრნენ უკრაინაში და გააგრძელებენ - ერთადერთი, რაც პუტინს ესმის, ზეწოლაა

ვნახეთ, რა გააკეთეს რუსებმა 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ რა გააკეთეს 2014 წელს ყირიმში - ერთადერთი, რაც პუტინს ესმის ზეწოლაა - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

სენატორის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინზე და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის მოხდენა ვერ მოახერხა.

“ვნახეთ, რა გააკეთეს მათ [რუსებმა] 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ, რა გააკეთეს მათ 2014 წელს ყირიმში, ვნახეთ, როგორ შეიჭრნენ უკრაინაში და გააგრძელებენ, თუ საკმარისი არ დავინახეთ და რაიმე ზეწოლა არ მოვახდინეთ მათზე…

ვფიქრობ, ერთადერთი რაც ვლადიმირ პუტინს ესმის, ზეწოლაა და პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა პუტინზე და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის მოხდენა, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა აიძულოს”, - განაცხადა შაჰინმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა