ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვარ, პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე - გვჯერა, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა შეიძლება სასარგებლო იყოს

მზად ვარ, პრეზიდენტ ტრამპს შეხვდე და გვჯერა, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა შეიძლება სასარგებლო იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “მსურველთა კოალიციის” ლიდერებთან საუბარში განაცხადა.

“უკრაინას აქვს ჟენევაში ჩვენი გუნდების მიერ შემუშავებული ჩარჩო. ეს ჩარჩო მაგიდაზეა და მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის პირადი მონაწილეობით, ევროპასთან ერთად, ლიდერებთან ერთად, და ყველა პარტნიორთან ერთად, ვისაც დახმარების ძალა და შესაძლებლობა გააჩნია. მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე - არის სენსიტიური მომენტები განხილვისთვის, ისინი ჯერ კიდევ არის, და გვჯერა, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა შეიძლება სასარგებლო იყოს”,-განაცხადა ზელენსკიმ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!