დონალდ ტრამპი სტივ უიტკოფსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციაზე -  ეს მოლაპარაკების ძალიან სტანდარტული ფორმაა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეებს შორის საუბრის ჩანაწერზე, რომელიც Bloomberg-მა გამოაქვეყნა.

სტატიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრამპმა განაცხადა, რომ არ სმენია სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელზეც Bloomberg-მა თავისი სტატია დააფუძნა, თუმცა არ გაკვირვებია, რადგან „ეს არის სტანდარტული პრაქტიკა და ის, რასაც გარიგების შემსრულებელი [dealmaker] აკეთებს“.

„იცით, ეს მოლაპარაკების ძალიან სტანდარტული ფორმაა. ვფიქრობ, ის იგივეს ეუბნება უკრაინას“, - აღნიშნა ტრამპმა.

Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს, ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს დონალდ ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა.

ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ე.წ. 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ