აშშ-ის არმიის მდივანი უკრაინაში მიმდინარე კვირაში ჩავა

აშშ-ის არმიის მდივანი უკრაინაში მიმდინარე კვირაში ჩავა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლახან აშშ-ის არმიის მდივანს, დენიელ დრისკოლს ვესაუბრე. როგორც პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, აშშ-ის არმიის მდივანს კიევში მიმდინარე კვირაში ველით. ჩვენ მზად ვართ, სისხლისღვრის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯებზე შესათანხმებლად მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად გავაგრძელოთ“, - წერს ერმაკი X-ზე.

მისი თქმით, ჟენევაში მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მყარი საფუძველი შეიქმნა.

„პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი გუნდი თანამშრომლობის ერთგულია. უკრაინა მშვიდობის მიღწევისთვის დაბრკოლება არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება