მცხეთაში ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკალური საღამო ჩატარდება - დასწრება თავისუფალია

27 ნოემბერს, მცხეთაში ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდება. მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ნატო მეტონიძე, თეატრალურის კვარტეტი, ანსამბლი “მარგალიტი”, აჩიკო ნიჟარაძე. საღამოს გაუძღვებიან: კახა მიქიაშვილი და ნინო თარხან-მოურავი.

საიუბილეო ღონისძიება მცხეთის კულტურისა და განათლების ცენტრში ჩატარდება და მასზე დასწრება თავისუფალია. ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც ეს თარიღი მნიშვნელოვანია, შეუძლია მივიდეს და ქართული სიმღერით დატკბეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2026 წელს ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. სპეციალურად საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ინიციატივით შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ის, რაც გვაერთიანებს“. მოძრაობის მიზანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნისათვის ამ თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა და განიცადოს პირადი პასუხისმგებლობა, საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნის გამო.

ინი­ცი­ა­ტი­ვის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია: „გა­ვიხ­სე­ნოთ ის, რაც გვა­ერ­თი­ა­ნებს - ჩვე­ნი მდი­და­რი და უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და გან­ვამ­ტკი­ცოთ ეროვ­ნუ­ლი თვითმყო­ფა­დო­ბა“.

სწო­რედ ამ მიზ­ნით რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა უკვე ჩა­ტარ­და. მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­გეგ­მოს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, თა­ნამ­შრო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ვი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში.

შეგახსენებთ, რომ მუსიკალური საღამო 27 ნოემბერს 18:00 საათზე გაიმართება. კულტურისა და განათლების ცენტრის მისამართია: მცხეთა, სამხედროს ქ.#9.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია