სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ბიზნესისთვის“ გაიმართა

სავაჭრო პალატის ორგანიზებითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში კონფერენცია სახელწოდებით – „ხელოვნური ინტელექტი ბიზნესისთვის“ გაიმართა. ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ კუბერნატმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნეს.

„კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია, რომლებიც თანამედროვე AI ეკოსისტემას, ინკლუზიურობასა და განათლების საკითხებს დაეთმო. დისკუსიებში მონაწილეობდნენ დარგის წამყვანი პრაქტიკოსი ექსპერტები, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ გარდაქმნის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ბიზნესპროცესებს და რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიები დასაქმების სექტორზე. საუბარი ასევე შეეხო წარმატებული ქართული კომპანიების გამოცდილებას ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და გამოყენების მიმართულებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეწარმეები, სტარტაპერები და სტუდენტები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ხელოვნური ინტელექტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის განვითარებისთვის – განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის. მისი ინტეგრირება სხვადასხვა ბიზნესპროცესში არა მხოლოდ ზრდის ეფექტიანობას და ამცირებს ხარჯებს, არამედ მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს