PSP-ს კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

ბარსელონაში, ADCE-ს რიგით 34-ე დაჯილდოების გალა ცერემონიაზე ADCE Creative Week 2025, ევროპის 24 ქვეყნიდან წარდგენილ 653 ნამუშევრის შეფასების შედეგად, წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო ქართულმა კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ მოიპოვა.

ADCE 2025 წლის გრან პრის, 2 ოქროს, ვერცხლის და სპეციალური პრიზის “ADCE-ის ევროპული ვარსკვლავის” მფლობელი გახდა Playmakers მიერ შექმნილი PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ”.

სპეციალური პრიზი “ADCE-ის ევროპული ვარსკვლავი” (იოჰანეს ნიურკლას ჯილდო) ენიჭება იდეებს, რომლებიც ასახავს ევროპულ ღირებულებებს - მრავალფეროვნებას, ინკლუზიას, თავისუფლებას, სამართლიანობას და მშვიდობის პრომოციას.

ყველა დისციპლინიდან ჟიურის ყველა წევრმა შეარჩია საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც ხელოვანებისთვის საკუთარი საქმიანობის დაბრუნების შესაძლებლობის მიცემით, პატიმრობის პირობებშიც კი, გახდა მდგრადობისა და თავისუფლების შესახებ მძლავრი განცხადება.

ევროპის მასშტაბით შემოქმედებითი და დიზაინის საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად ADCE-მ ბარსელონაში 22 ევროპული ქვეყნის 60 წამყვანი კრეატორი შეკრიბა, რომელთაც ერთხმად აირჩიეს ნომინაციებში გამარჯვებულები.

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ”, რომელიც PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი კამპანიისთვის კრეატიულმა სააგენტომ Playmakers-მა შექმნა, ფროდაქშენი კი “ენკენი ფილმსმა” განახორციელა, უკვე არაერთი ჯილდოს, მათ შორის AD Black Sea 2025-ის გრან პრის, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზის მფლობელია.

ევროპის არტ-დირექტორთა კლუბი (ADCE) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 24 პროფესიულ კლუბსა და ასოციაციას აერთიანებს 23 ევროპული ქვეყნიდან, რომლის სათავო ოფისი ბარსელონაში მდებარეობს. წლევანდელი გამარჯვებულების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://adceurope.awardhub.org/winners/?_gl=1*1yiuyst*_gcl_au*NjkyOTg5ODUwLjE3NjM5NzIwNjc.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია